ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის  ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა 
24-10-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით და გაჯერებული საინტერესო ინიციატივებით. 

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ნათია ბენდელიანმა, პირველკლასელებთან ანბანის „შემობრძანება“ დიდ დღესასწაულად აქცია.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში. ისინი გაკვეთილის დასაწყისში დიდი მონდომებით ეძებდნენ ცოდნის „ჯადოსნურ გასაღებს“, რომელიც მათ კარს გაუღებდა უსაზღვრო ფანტაზიისა და წიგნიერების დიდ სამყაროში.

პირველი ასო-ბგერის გაცნობა, სიტყვისა და წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ამ ყველაფერმა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მოსწავლეზე.

„დედა ენა“ მთელ სამყაროში უპირველესი წიგნია“, - ასე გააცნო კლასის დამრიგებელმა, მოსწავლეებს პირველი წიგნი და წიგნიერების სამყაროში საზეიმოდ შეუძღვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203