განძის N2 საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღეს გამოფენა მიეძღვნა
24-10-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა საკუთარ შემოქმედებაში ასახეს. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, გრემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მოსწავლეთა შექმნილი საინტერესო ნამუშევრები გამოიფინა. 

ნახატები გამოფენილი იყო ჯერ სკოლის ეზოში, შემდეგ კი სკოლის დერეფანში.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 22 ოქტომბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203