კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარლს ასწავლიან და ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
„ეროვნული იდენტობა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ერის იდენტობას განსაზღვრავს მისი კულტურის, ენის, ტრადიციების, რელიგიის ერთობლიობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სწორედ ქართულ ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე ისაუბრეს, სკოლა „ჰელიოსის“ მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, სადამრიგებლო საათის ფარგლებში.
მათ საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს, რით განსხვავდება ქართული ეროვნული იდენტობა სხვა ერების იდენტობისგან. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, თუ როგორ გააცნობენ თავის სამშობლოს უცხოელებს და გამართეს ნამუშევრების პრეზენტაცია.