ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, აქტიურად ჩაერთონ კონკურსებში და თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
23 ოქტომბერს კი, ნამაშევის საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის - ხათუნა ხარაბაძის, ხელმძღვანელობით წარიმართა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელიც საფეხურების მიხედვით წარიმართა.
დაკომპლექტდა შემდეგი გუნდები:
I საფეხური: „მაძიებლები“, „ტვინიკოსები“ და „ველური კატები“;
II საფეხური: „გენიოსები“, „ნიკე“ და „იღბლიანი ვეფხვები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ ღონისძიებაში. თამაშის ბოლოს, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული გუნდები:
I საფეხური - „ველური კატები“;
II საფეხური - „იღბლიანი ვეფხვები“.
გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები.
როგორც სკოლაში აფასებენ, აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი მოტივაცია მისცა მოსწავლეებს, რათა ხშირად ჩაერთნონ ასეთი ტიპის თამაშებში
იხილეთ ფოტოები: