ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს.
კლასში ამასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქტივობა - „ანბანის შემობრძანება“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრებიც შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სული იკურნება ბავშვებთან ურთიერთობით. დიდი მადლობა მზია მასწავლებელს, საინტერესო და სახალისო გაკვეთილებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: