თელავის N5 საჯარო სკოლაში აქტიური, მიზანდასახული და საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ.
მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, მოქალაქეობისა და მე და საზოგადოების პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი და მე-9 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში - „მომავალი თაობა მდგრადი განვითარებისთვის“ მონაწილეობდნენ.
აღსანიშავია, რომ კონფერენცია საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდის ორგანიზებული გახლდათ.
„დიდი მადლობა პედაგოგსა და მის მოსწავლეებს სკოლის წარმოჩენისა და გაწეული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. Teachers Community Georgia არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად, შთააგონებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და იბრძვიან ხარისხიანი განათლების დანერგვისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: