მესტიის N1 სკოლის წარმატებული მოსწავლე დღეს ადგილობრივ რესურსცენტრს ხელმძღვანელობს - „წარმატებას ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“
24-10-2024

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლას არაერთი ღირესული თაობა აღუზრდია, სწორედ იმ მოტივით, რომ ოდესღაც თითოეული მათგანი სამშობლოს თავინთი პროფესიონალიზმით ემსახურება. ამის ნათელი მაგალითია მარიამ ჯაფარიძე, რომელიც დღეს მესტიის რაიონის რესურსცენტრს ხელმძღვანელობს.  

სკოლა ამაყია, რომ ის მესტიის N1 საჯარო სკოლის კედლებში აღიზარდა, მიიღო განათლება, ცოდნა უმაღლეს სასწავლებლებში განიმტკიცა და დღეს მშობლიურ მხარეს, განსწავლული და პროფესიონალი დაუბრუნდა. 

„გასაოცარი სილამაზის გოგონა დააბიჯებდა ჩვენი სკოლის კედლებში, გასაოცარი ნიჭის სიყვარულისა და გამორჩეული თვისებების მქონე, მასში კეთილშობილებასთან ერთად შერწყმული გახლდათ უდიდესი კდემამოსილება და პატივისცემა მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ... მას ჩვენმა პედაგოგებმა შესაფერისი, საალერსო სახელიც მოუძებნეს: „პატარა პოლიტიკოსი“, - ამ სიტყვებით ახასიათებენ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს მშობლიურ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მან ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პოლიტიკის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა; მუშაობდა საქარველოს ეროვნულ მუზეუმში, შემდეგ კი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ცენტრალური აპარატის უფროსად 2022 წლიდან 2024 წლის აგვისტომდე.

დღეს კი, მესტიის რაიონის რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა, როგორც სკოლაში გვიყვებიან დაიწყო ზრუნვა რაიონში არსებულ თითოეულ სკოლაზე, შეისწავლა მათი საჭიროებანი თითოეული სკოლის პრობლემა, განაახლა მშობლებთან და პედაგოგიურ საზოგადოებასთან ურთიერთობა.

„ჩვენი სკოლის პედაგოგიური საზოგადოების სახელით წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ მარიამ ჯაფარიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში და წინსვლას უსურვებენ საამაყო კურსდამთავრებულს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203