ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან. პედაგოგები მათში სამშობლოს სიყვარულს აღვივებენ და საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მე-7 კლასში კლასის საათი თემაზე: „არა არს წესი, ჩვენ, ქართველთა, შეუბმელად ზურგი ვაქციოთ მტერს, დაღათუ იყოს სიკვდილი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზაზა დამენიას გმირობის ამბავი. მათ ასევე, ნახეს ნაწყვეტები ფილმიდან, რომელიც მის ხსოვნას ეძღვნება.
„ზაზას სახელი და მისი გმირობის საოცარი ისტორია უდიდესი სიამაყითა თუ პასუხისმგებლობით გვავსებს მისი მშობლიური სკოლის აღმზრდელებსა თუ აღსაზრდელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ასევე, სკოლის მე-9 კლასში გაიმართა კლასის საათი თემაზე: „ჩვენ ეროვნული გმირის ნაკვალევზე“. მოსწავლეებმა ეროვნული გმირი გაიხსენეს და მას ლექსები მიუძღვნეს.
X, Xl კლასებშიც არ ჩაუვლია ამ დღეს აღნიშვნის გარეშე და ჩატარდა აქტივობა თემაზე: „ჩვენი დროის ეროვნული გმირი“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს გმირის ცხოვრების, გმირობისა და მოღვაწეობის ფაქტები. მათ, ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი და გამართეს პრეზენტაცია.
კლასის საათი თემაზე: „წლების წინათ აქ სწავლობდა თურმე...“ „წლების წინათ აქ სწავლობდა თურმე...“ კი ეროვნულ გმირს მე-8 კლასმა მიუძღვნა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზაზა დამენიას განვლილი საბრძოლო გზა, საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, თანამებრძოლთა მოგონებები.
კვირეულის დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს ზაზა დამენიას საფლავი და ყვავილებით შეამკეს იგი.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: