წაჩხურუს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
24-10-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებელმა - თამუნა გულორდავამ თემაზე - „ ნივთიერების აგებულება და დიფუზია“ საინტერესო ექსპერიმენტული გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეები ექსპერიმენტში ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, რამაც განწყობა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლეს. მეშვიდეკლასელებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს დიფუზია ქსოვილებში აირთა ცვლის პროცესებზე.

გაკვეთილი ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ვიდეო ლინკზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203