სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ისტორიიდან მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებენ, რომელთაც საინტერესო ღონისძიებებს უძღვნიან.
მათ შორის იყო სოხუმის დაცემის დღე. მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
„სკოლა გამოეხმაურა უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენას ახალი თაობის ინფორმირების მიზნით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა გააკეთეს თემატური პლაკატი - „აფხაზეთი ჩვენი დიდი ტკივილია“. მათ ასევე ისაუბრეს ომში დაღუპულ გმირებზე და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
სკოლაში, პედაგოგებს ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: