ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში არსებული უნიკალური ხელნაწერების ელექტრონული საცავი შექმნეს
12-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ქეთევან ღლონტმა მოსწავლეთა შემოქმედებითი კლუბის - „ტრადიციების კვალდაკვალ“ დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და წლის შედეგები მიმოიხილეს. კლუბის წევრებმა ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს და წარმოადგინეს სკოლაში არსებული უნიკალური ხელნაწერების ელექტრონული საცავი, სადაც თავი მოუყარეს ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ნიმუშებს - ლეგენდებს, ზღაპრებს, ტრადიციებს.
მოზარდებმა წარმოადგინეს საინტერესო ვიდეორგოლი და კონფერენციებში გამარჯვებული თემები -„საქორწინო ტრადიციები“, „ხალხური მედიცინა“, „ხალხური ბრძნილობები“, „ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ წაიკითხეს.
სკოლის დირექციამ კლუბის მუშაობა დადებითად შეაფასა. იხილეთ ფოტოები