თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
ამჯერად, მე-10ე კლასის წარმატებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას მათი დამრიგებელი თამუნა ლობჯანიძე ულოცავს, ამაყობს მათი მიღწევით და წინსვლას უსურვებს.
პედაგოგი ასევე დიდ მადლობას უხდის თითოეულ მასწავლებელს და სკოლის დირექციას მოსწავლეთა წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.
„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“,- ილია ჭავჭავაძე.... მუდამ გაათბეთ და გაანათეთ ის გარემო სადაც მიხვალთ, ჩემო გონება-გახსნილო, გულ-განათებულო მოსწავლეებო. იყავით ბედნიერები და მადლიერები.
მადლობა მე-10ე კლასის პედაგოგებს თითოეული მოსწავლის წარმატება თქვენი დამსახურებაა, მადლობა, მშობლებს მადლობა, პირველ მასწავლებლებს, თქვენს მიერ ჩაყრილ საფუძველზე ვაშენებთ ცოდნას, ლელა მირზაშვილს, ზანდა მაგრაქველიძეს მადლობა, 108-ე სკოლის დირექციას, მაია მღვდელაძეს, ნინო არობელიძეს და თამარ გელეგაშვილს პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოსათვის, მეგობრობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი თანადგომა და ზრუნვა. მადლობა, განათლების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისებისთვის“, - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები: