ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს.
პირველკლასელებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით „იმოგზაურეს“.
მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, მრავალფეროვანი აქტივობები შესრულეს - იმღერეს და ლექსები ქართულად წაიკითხეს. თემატურად მორთულმა საკლასო ოთახმა კი პატარების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექცია და მშობლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს. ისინი პირველი კლასის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: