ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა თვითმმართველობის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა უმრავლესობამ ნდრობა მე-11 კლასის მოსწავლე გოჩა ქურასბედიანს გამოუცხადა, საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავჯდომარედ კი მოსწავლეებმა მე-8 კლასელი ლილე ქურასბედიანი აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: