ზუსტად ერთი წლის წინ „ეტალონმა“ 10 წლის იუბილე აღნიშნა
06-09-2016
ზუსტად ერთი წლის წინ, დღევანდელ დღეს, 6 სექტემბერს, მედიაპროექტ "ეტალონის" 10 წლის იუბილე გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა.  

ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილარმონიაში საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამორჩეული მოსწავლეები, "ეტალონის" მონაწილეები, გამარჯვებულები, მათი მშობლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები შეიკრიბნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე პოლიტიკოსები, რომლებმაც სიტყვითაც მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას. სცენაზე წარსდგნენ მუნიციპალიტეტების გამორჩეული მოსწავლეები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ნახეთ შთამბეჭდავი მომენტები, რომლებიც ჩვენმა ფოტოკამერამ აღბეჭდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203