გალავნის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი გეზრბენში, მუნიციპალური პირველობის გამარჯვებულია
24-10-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. აქტიური მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევენ.

ახლახან, მცხეთაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები გეზრბენში, სადაც გალავნის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელები. შეჯიბრი გაიმართა სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი მალხაზ აზალაძე გახლავთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203