ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ესელიძე და ანანო მჟავანაძე წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდნენ
24-10-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მე-10 კლასის მოსწავლეებს - მარიამ ესელიძეს და ანანო მჟავანაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

ჯილდო მოსწავლეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცა.

მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

იხილეთ ფოტობი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203