ტაბაკინის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
24-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი და მამოტივირებელი სასკოლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს, რაც თემატური აქტივობებით აღნიშნეს. პატარებს „ანბანეთში“ პედაგოგი თამილა კირკიტაძე შეუძღვა. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს. 

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კლასის მორთულობა. ოთახში იისფერი ბუშტები და შესაბამისი დეკორაცია იყო განთავსებული, რამაც პატარების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203