ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ საშემოდგომო კუთხე მოეწყო, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
„ტრადიციულად, სკოლაში, ჩვენებურად, მისი აღმატებულება შემოდგომა გვესტუმრა “, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც გვეუბნებიან, წელს, ეს დღე განსხვავებული იყო, რადგან მას, საზეიმო გამოფენისა, საქველმოქმედო დატვირთვაც ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მშობლებმა და ბავშვებმა ძალიან იაქტიურეს.
„ამ დღეს, ორმაგად იაქტიურეს ჩვენმა ყოჩაღმა მშობლებმა და ბავშვებმა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა მათ გადავუხადო საჯაროდ. ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ გაცემული სიკეთე, ძვირფასო მშობლებო, ყოჩაღო მოსწავლეებო. საოცარი სანახავი იყო თქვენი მონდომება და ენთუზიაზმი. კოლეგებო, მადლობა თქვენ. ჩვენ ძლიერი, შეკრული, ერთიანი გუნდი ვართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე