საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო კულტურული აქტივობა მოეწყო.
კლასგარეშე-შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის, წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის IIგ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნარგიზა შელია) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
მოსწავლეებმა უყურეს მუსიკით, ქორეოგრაფიითა და ულამაზესი კოსტიუმებით გამოფრმებულ შესანიშნავ სპექტაკლს - „ალადინი“ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია მუდმივად უზრუნველყოფს მრავალფეროვან კლასგარეშე ექსკურსიების მოწყობას, რაც მოსწავლეებს ეხმარება დამატებითი ცოდნის შეძენასა და მხატვრული უნარების განვითარებაში.