„მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია...“ - საინტერესო პროექტი ზედა ვანის საჯარო სკოლაში 
24-10-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებასა და მათთვის იმ დიდი და მძიმე გზის გაზიარებას, რაც ერმა დღემდე მოსასვლელად განვლო. 

სწორედ ამ მოტივით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი - „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია...“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია აფხაზეთის გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. შექმნეს ნოველები აფხაზეთის თემაზე, დაამზადეს პოსტერები, ცეკვითა და სიმღერით გამოხატეს პატივისცემა აფხაზური კულტურის მიმართ.

მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს და გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203