კვალითის საჯარო სკოლაში სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
24-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ ემპათიას, კაცთმოყვარეობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.

ახლახან, სკოლაში სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება გეოგრაფიის პედაგოგ ინგა ხარჩილავას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, სიღარიბის აღმოფხვრის გზებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა სიღარიბის პრობლემების მიმართ. სკოლის ფარგლებში მისი აღნიშვნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. ის ზრდის ინფორმირებულობას სიღარიბის საკითხებზე და ხელს უწყობს მოსწავლეებს სოციალური ცნობიერების ამაღლებაში.

აქტივობები და დისკუსიები ხელს უწყობენ სხვა ადამიანების მდგომარეობის გაგებას და თანაგრძნობას“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და დასძენენ, რომ სკოლაში ჩატარებულმა ღონისძიებამ მართლაც აღფრთოვანება და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდებსა და პედაგოგებში. 

სკოლაში ღონისძიების ხელმძღვანელსა და მის მოსწავლეებს მადლობას უხდიან. 

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს ქალბატონ ინგა ხარჩილავას და მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ დღის აღნიშვნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203