ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით ზედა ვანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დასაჩუქრდა.
ვანის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეთა საზეიმო დაჯილდოება 22 ოქტომბერს გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ვულოცავთ ბავშვებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მრავალი გამარჯვების საწინდარი და საწყისი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: