ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ახლახან, ისტორიის მასწავლებელმა - თეა კელენჯერიძემ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნეოლითური საზოგადოების შესახებ მინი ლექცია ჩაატარეს.
მათ ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა ქვის ხანა და ძველი აღმოსავლეთი. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ნეოლითსა და ადრესამიწათმოქმედო საზოგადოებებზე. ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
„ნორჩი არქეოლოგები! დიდი მადლობა მათ საინტერესო პრეზენტაციისათვის“,-ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: