ოსიაურის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
24-10-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის 18 ოქტომბერის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. ამ წარმატებაში კი დირექტორის - ზაურ პავლიაშვილისა და პედაგოგების როლი განუზომელია. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203