დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოალში ამ მიმართულებით, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ბაია ჯაჭვლიანმა, მეოთხე კლასში პროექტ-გაკვეთილი - „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“ ჩაატარა.
პროექტ-გაკვეთილის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის შესახებ პასუხისმგებლობის გააზრება და სისუფთავის მნიშვნელობის აღქმა გახლდათ.
თემატურ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ გარემო დაასუფთავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: