ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მათ საინტერესო პროექტებზე იმუშავეს. კერძოდ, მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ბავშვთა უფლებები“, ხოლო მეთერთმეტეკლასელებმა პროექტი - „ცხოველების ბინადარი“ მოამზადეს.
მათ აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს, რითაც სასკოლო საზოგადოების დიდი შექება დაიმსახურეს.
პროექტები საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ჩართულობით, საგან სამოქალაქო განათლების ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: