ძმაგულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
24-10-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „შეაბიჯეს“. 

მათ ცოდნის ბილიკებზე პედაგოგი ნინო მახარაძე შეუძღვა. მოეწყო თემატური აქტივობებიც, პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს. 

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კლასის მორთულობა. ოთახში იისფერი ბუშტები და შესაბამისი დეკორაცია იყო განთავსებული, რამაც პატარების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

„აი-ია შემობრძანდა. ფერადი და წარმატებული წელი ყოფილიყოს, მარგალიტებო“,- წერს პედაგოგი ნინო მახარაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203