360-გრადუსიანი თვითშეფასების გზამკვლევი - სამუშაო შეხვედრაზე ცვლილებები განიხილეს
25-10-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 360 გრადუსიანი თვითშეფასების გზამკვლევის განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თვითშეფასების გზამკვლევის სამუშაო ვერსია, რომელზეც მოწვეულები იყვნენ საპილოტე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლები, რომელთა მხრიდან მიღებული იქნა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილებები გზამკვლევის სამუშაო ვერსიაში.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების სისტემა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებს თავად დაადგინონ საკუთარი საჭიროებები და იმოქმედონ მათ დასაძლევად.

ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სასწავლებლების ავტონომიურობას და დამოუკიდებლად ადამიანური და ინფრასტურუქტრული რესურსების განვითარებაზე ზრუნვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203