სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად კი, IIა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია ნუცუბიძისა და მშობლების ჩართულობით, საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეები ამ დღისთვის გამოეწყვნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით - სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებით იყო დატვირთული. აღსანიშნავია, რომ დარბაზი შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო მორთული.
ღონისძიების ბოლოს, პატარებმა თავიანთ თანაკლასელ მარიამ თარგამაძეს დაბადების დღე მიულოცეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: