წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
სკოლაში ღონისძიება – „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
ყვითელ ფოთლებით მოფენილ და შემოდგომის ნობათით სავსე ოთახში ისხდნენ სადღესასწაულოდ მორთული პატარები. ბავშვებმა საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ლექსები, სიმღერები და სახალისო დადგმები შესთავაზეს.
შემოდგომის ზეიმმა ყველა ბავშვი გაახარა, მასში ყველა მოსწავლე უდიდესი ხალისითა და მონდომებით იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები: