ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე სხილაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მათე სხილაძეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები ქალაქის მერმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა საზეიმოდ დააჯილდოვეს. კულტურის სახლში ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში მათე სხილაძის წარმატება ახარებთ და მოსწავლეს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება.
„სასკოლო საზოგადოება ამაყობს მათეს წარმატებით და წინსვლასა და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: