ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ბავშვების ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა.
პირველობისთვის ბრძოლა ორ ასაკობრივ კატეგორიაში (U5 და U8) გაიმართა.
U5 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „მერვე საოცრება“, ხოლო U8 კატეგორიის გამარჯვებულია გუნდი „ტვინიკოსები“.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და შემართება ახარებთ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ყოჩაღ მოსწავლეებს შემდგომ ეტაპზე ასპარეზობაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: