ბერბუკის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის „სახალისო არქეოლოგიაში“ მონაწილეობდნენ
12-06-2018

ბერბუკის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის შორენა მუზაშვილის ხელმძღვანელობით სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იმყოფებოდნენ. 

მეოთხეკლასელებმა XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი და XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია დაათვალიერეს.

სკოლის აღსაზრდელები ასევე მონაწილეობდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში -„სახალისო არქეოლოგია“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითმა ღონისძიებამ მოსწავლეებს სასიამოვნო შთაბეჭდილება დაუტოვა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203