ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებს კარგად ესმით მათი როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში, ამიტომ მაღალპროფესიონალიზმით, ღირსეულად ემსახურებიან ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს, სასიხარულოა, რომ მოსწავლეები აფასებენ მათ შრომასა და პატივს სცემენ მათ სამიანობას.
ახალხან, ხუცუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღინიშნა.
Vბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია თხილაიშვილი, მუსიკის მასწავლებელი ეკატერინე ათაბაძე) მასწავლებლებს ლამაზი საღამო მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა მასწავლებელთა შრომას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს პედაგოგთა როლზე მათ ცხოვრებაში, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
საღამო იყო ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე, მეხუთეკლასელებმა პედაგოგებს სითბო და სიყვარული კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
იხილეთ ფოტოები: