27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა.
1-ლი, მე-2 , მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები მწერილის მოთხრობებიდან, წარადგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებლებმა: ნათელა ნატმელაძემ, მაია ჯელაძემ და ირინე მუსერიძემ.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, ბავშვებმა პედაგოგიკის ფუძემდებლის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და საკუთარი შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს.
იხილეთ ფოტოები: