24 ოქტომბერს, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სასკოლო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება წელიწადის ულამაზეს დროს, ბარაქიანსა და უხვ შემოდგომას მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება და სწავლება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო თითოეული ოჯახისათვის.
თემატურად მორთულ გარემოში მოსწავლეებმა ხელნაკეთი დიორამების გამოფენაც მოაწყვეს, რომელიც შესწავლილი ტექსტის მიხედვით შექმნეს.
მოსწავლეები ღონიძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. უმცროსკლასელებმა ლხინით, ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით გაალამაზეს „ლამაზი” შემოდგომა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი თეა ხურციძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებს.