წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლის - გიორგი კოღუაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. ახალგაზრდა ძიუდოისტმა შემაჯამებელ შეჯიბრებაზე - „მასტერსი- საქართველო“ წარმატებით იასპარეზა.
გიორგი კოღუაშვილი, 90კგ წონით კატეგორიაში, 2008-2009 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებში ჩემპიონ-პრიზიორი გახდა.
გიორგი ბანოჯის საჯარო სკოლის XI კლასის წარმატებული მოსწავლეა. ის 2024-2025 სასწავლო წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე და სამეურვეო საბჭოს წევრია.
სკოლის დირექტორმა - ნინო წილოსანმა მოსწავლეს წარმატება პირადად მიულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
სასკოლო საზოგადოება გიორგის მიღწეულ წარმატებას ულოცავს და უსურვებს თავისი დაწყებული საქმის მაღალი პასუხისმგებლობითა და წარმატებით განხორციელებას.
იხილეთ ფოტოები: