საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
ახლახან, პირველკლასელები შუაგულის სანერგეს სტუმრობდნენ.
სახალისო-შემეცნებით ეკოტური მოიცავდა:
ექსკურსიას სანერგეში და მოსწავლეებისთვის მცენარეების მოვლის საბაზისო ინფორმაციის გაცნობას;
ექსკურსიას ეკოფერმაში და შინაური ცხოველების მონახულებას;
მოსწავლეთა მიერ ქოთანში მცენარის დარგვას.
მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს.
ტურის ბოლოს ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მათ მიერ ჩარგული მცენარე და პატარა მებაღის დიპლომები.
აქტივობის ინიციატორების - ნინი კანტიძისა და მარი ჭიტაძის თქმით, ბავშვებმა იდეალურად გაართვეს თავი სახალისო დავალებებს.
იხილეთ ფოტოები: