27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.
სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი: ნ.გარუჩავა) გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მათ წაიკითხეს გოგებაშვილის მოთხრობები, „დედა ენის“ შემქმნელსა და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეები მუზეუმში გამოცხადდნენ თემატური მაისურებითა და წარწერებით - გოგებშვილის საგანძური.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათთვის საყვარელი მწერლის ყოფა-ცხოვრებას ახლოდან გაეცნენ, ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ვიდეო: