გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში „დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს მე-2 კლასელებმა კვირეული „ჩვენ და იაკობი“ მიუძღვნეს.
კვირეულს კლასის დამრიგებელი ზეინაბ ბოკუჩავა ხელმძღვანელობდა და მოიცავდა არაერთ საგანმანათლებლო აქტივობასა თუ ღონისძიებას. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ. ბავშვებმა თავადვე შეარჩიეს საყვარელი მწერილის მოთხრობები, წაიკითხეს, გაიაზრეს და გაითავისეს ისინი, ასევე გააკეთეს ჩანახატები და შეასრულეს როლური თამაშები.
მოსწავლეებისთვის კვირეული მეტად საინტერესო და სახალსო აღმოჩნდა „დედა ენის“ შემქმნელის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს.