27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, ამავე დღეს უკვე მეორე წელია აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ეს გამორჩეული თარიღი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დიდი განსაკუთრებულად იზეიმეს.
„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სკოლაში ღონისძიება - „გოგებაშვილი -დიდი მასწავლებელი“ მიეძღვნა.
ღონისძიებაში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს და საყვარელი მწერლის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო ნომრებს, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და შექებაც დაიმსახურეს.
ზეიმის ბოლოს მოსწავლეებმა სახალისო საცეკვაო ნომერიც შეასრულეს, აღსანიშნავია, რომ ცეკვა მოსწავლემ დადგა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: