გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და საგნობრივი ცოდნის ამაღლებასთან ერთად აქტიურად ზრუნავენ მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე.
ახლახან, ზერტის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩტარდა. თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტირეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდები სკოლას ჯერ ქალაქის, ხოლო შემდგომ რეგიონალურ ტურებში წარადგენენ.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდგომ გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს“,- ერთხმად აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: