ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, გუნდურ-ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
„აღნიშნული თამაში ეფუძვნება გუნდური მუშაობისა და ლოგიკურ-ანალიტიკური მსჯელობის უნარების გამოყენებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გუნდური თამაში ჩატარდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და მასში მონაწილეობდნენ შემდეგი კლასების მოსწავლეები:
თითო გუნდი დაკომპლექტდა 5 მონაწილისგან. მონაწილეებმა გუნდს სახელი დაარქვეს. ბავშვებს თითეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებლად 90 წამი ჰქონდათ. თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.
თამაში, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: