ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
19 ოქტომბერს, სკოლის ხელოვნების მასწავლებლის - ქრისტინე ღაზარიანის ინიციატივითა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის - ერანიაკ მაკარიანის დახმარებით, სკოლის ხელოვნების კლუბმა პროექტი სახელწოდებით - „გამარჯვება - დიდგორი“ ჩაატარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი გახლდათ, გონებრივი შესაძლებლობების და ინტელექტუალური უნარების განვითარება. ასევე, წერითი მასალის შედარება თვალით დანახულთან და წინასწარი ესკიზების მიღება-გადამუშავება სახელოსნოში.
პროექტი შემდეგ ფაზებს მოიცავდა:
აღნიშნული პროექტი მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. აქტივობებში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: