ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგის შრომა და ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ბავშვებმა შეასრულეს ქართული, სომხური, რუსული ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და ასე მიულოცეს საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პედაგოგებს გადასცეს თვითნაკეთი სუვენირები და ყვავილები.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: