ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა საკუთარი შემოქმედებითი გამოფენა „შემოდგომის ჰანგები“ მოაწყვეს.
საღამოს უძღვებოდა სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე. გამოფენა გაიხსნა ნუგზარ კუჭუხიძის მინი ლექციით „მხატვრული ღირებულებები“.
პედაგოგთა პრეზენტაცია შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ და მონაწილეები დაჯილოვდნენ სიგელებით სხვადასხვა ნომინაციაში.
ეს დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
მასწავლებლის
ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში
მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო
მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: