თბილისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰგავს.
შთამბეჭდავია სკოლის მოსწავლეთა გერმანული ენის გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ასურეთში, ყოფილ გერმანულ სოფელ - ელიზაბედტალში ვიზიტს გულისხმობდა.
200-ზე მეტი წლის წინ ამ სოფელში გერმანელების 1 400 ოჯახი ჩამოასახლეს, რომელთა ცხოვრების მნიშვნელოვანი კვალი ასურეთში ისევ შემორჩენილია.
მოსწავლეებმა გერმანელების მიერ აშენებული სახლები დაათვალიერეს და მათ კულტურას, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს გაეცნენ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო, შემეცნებითი და ამასთან, თავშესაქცევი აღმოჩნდა, ბავშვები ასურეთიდან ახალი ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასვლით გაკვეთილს პედაგოგი ლანა ზირაქაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: