ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
28-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

კლასისის ხელმძღვანელისა და საგნის მასწავლებლის - შორენა აფდულავას ხელმძღვანელობით, ეს დღე ბავშვებისთვის დღესასწაულად იქცა.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველ კლასში ღია გაკვეთილი სახელწოდებით, „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა.

ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი ლექსები, სიტყვები, ანდაზები და გამონათქვამები.

გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. მოსწავლეებმა გააფერადეს ყვავილი „ია“, გამოძერწეს „აი ია“.

ბავშვები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203