ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო შეხვედრები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა - ირაკლი იზორიამ მოსწავლეებთან საინტერესო სემინარი გამართა.
მრავალფეროვანი და მამოტივირებელი პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა პრაქტიკული მუშაობით შეითვისეს თუ როგორ და რატომ უნდა დაიცვან გზაზე მოძრაობის წესები - როგორც საკუთარი ისე სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა მზადაა თანამედროვე გამოწვევებისთვის და მზადყოფნაშია მსგავისი არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად.
იხილეთ ფოტოები: